четверг, 4 октября 2018 г.

მათემატიკის წრე „ჯადოსნური ნული“




  ჯადოსნური ნული“ წრის პროგრამა

საგანი :მათემატიკა

              საფეხური: დაწყებითი კლასები:  IV  კლასის მოსწავლეები

წრის ხელმძღვანელი: მარინე ტაკიძე



მოსწავლეთა ასაკი:  9-10 წელი.

დრო:  წრის მუშაობა განხორციელდება 2018-2019 სასწავლო წლის I სემესტრში ,თვეში 4-ჯერ, ხუთშაბათს 13 სთ 20 წთ.

ხანგრძლივობა: 45 წუთი

                                                                                          მათემატიკის წრის   სამუშაო  გეგმა


საგანი : მათემატიკა
საფეხური: დაწყებითი
კლასები: IV კლასის მოსწავლეები
წრის ხელმძღვანელი: მარინე ტაკიძე
  წრის მიზანი:  საწრეო მუშაობა ხელს შეუწყობს მოსწავლეთა მიერ ნულებით დაბოლოებული რიცხვის გამრავლება-გაყოფის, როგორც თეორიული ცოდნის მიღებას, ასევე ზეპირ ანგარიშს. ეს კი, ერთგვარი უნარ-ჩვევების მიღება იქნება ასეთი რიცხვების გამოყენებით ამოცანის ამოხსნის დროს. მიღებულ უნარ-ჩვევებს კი გამოიყენებენ პრაქტიკულ ცხოვრებაში.

აქტუალურობა: რადგან მოსწავლეთა ათვისების დონე  შედარებით დაბალია მათემატიკაში და გაკვეთილის განმავლობაში ვერ ხერხდება მოსწავლეთა დამატებითი მუშაობა, ამის გამო წრეობრივი მუშაობით ვაპირებ მოსწავლეთა დაინტერესებას და ცოდნის დონის ამაღლებას. შეხვედრებზე ყურადღება დაეთმობა მცნებების გააზრებას: -ჯერ-მეტი, -ჯერ ნაკლები. ეს დაეხმარება მათ სწრაფ ანგარიშსა და რიცხვების სწორ ჩაწერაში. რეპროდუქციისთვის გამოვიყენებ სქემებს, ცხრილებს, თვალსაჩინოებებს(თანრიგები და კლასები).
შესაბამისობა ესგ გათვალისწინებულ შედეგებთან :
მათ. IV.1. მოსწავლეს შეუძლია რიცხვების გამოსახვა, შედარება და დალაგება პოზიციური სისტემის გამოყენებით. 
მათ. IV.3. მოსწავლეს შეუძლია გამრავლება-გაყოფის მოქმედებების შესრულების რომელიმე ხერხის გამოყენება.
მათ. IV.7. მოსწავლეს შეუძლია ალგებრული გამოსახულების შედგენა და გამოყენება მარტივი ამოცანის ამოხსნისას.


მოსალოდნელი შედეგები:

მოსწავლეებს წრეში მუშაობის შედეგად განუვითარდებათ  ნულებით დაბოლოებული რიცხვის შეკრება-გამოკლების, გამრავლება-გაყოფის, როგორც თეორიული ცოდნის მიღება, ასევე ზეპირი ანგარიში. ეს კი, ერთგვარი უნარ-ჩვევების მიღება იქნება ასეთი რიცხვების გამოყენებით ამოცანის ამოხსნის დროს. მიღებულ უნარ-ჩვევებს კი გამოიყენებენ პრაქტიკულ ცხოვრებაში.
    შეხვედრებზე ყურადღება დაეთმობა მცნებების გააზრებას: -ჯერ-მეტი, -ჯერ ნაკლები. ეს დაეხმარება მათ სწრაფ ანგარიშსა და რიცხვების სწორ ჩაწერაში.

















განსახილველი თემები


თარიღი
ხანგრძლივობა
რესურსები
მიზანი
აქტივობა
შენიშვნა
1
ვემზადებით ნულებით დაბოლოებული რიცხვების  ჩასაწერად    
 ) ჩაწერე თანრიგების მიხედვით 
  ჩაწერე თვალსაჩინოების შესაბამისად  

04.10

45წთ
დაფა, ცარცი, რვეული, კალამი, ტესტი,

მრავალნიშნა რიცხვების ჩაწერა და წაკითხვა.


რიცხვების ჩაწერა და წაკითხვა.
ჩაწერისას წერითი ალგორითმის გამოყენება.
პრეზენტაცია.

2
გავამრავლოთ .
  ) ნულზე გამრავლების წესის დემონსტრირება.
            
)რამდენჯერ მეტია წინა მომდევნოზე . 

11.10


45წთ
დაფა, ცარცი, რვეული, კალამი, ტესტი
გამრავლების სხვადასხვა ხერხით გამოყენება და წერითი ალგორითმის დაუფლება.
ზეპირი ანგარიში.
ჩაწერისას წერითი ალგორითმის გამოყენება.
პრეზენტაცია.

3
გამოვიყენოთ გამრავლება. 
  )ნულის თვისებები გამრავლების დროს. 
   )ნულის ადეკვატური გამოყენება

18.10
25.10

45წთ
დაფა, ცარცი, რვეული, კალამი, ტესტი,
გამრავლების სხვადასხვა ხერხით გამოყენება და წერითი ალგორითმის დაუფლება.
ამოცანის ამოხსნისას საჭირო მონაცემების დაუფლება, ალგებრული გამოსახულების შედგენის ჩვევების დაუფლება.
ნულზე გამრავლებისას პასუხის პირდაპირი ჩაწერა.
პრეზენტაცია.
ტესტზე მუშაობა.


4
თანამამრავლი, ნამრავლი.
 ) გამრავლების თვისებების გამოყენება.
 ) ყველაზე ეფექტური მეთოდის გამოყენება.

01.11
08.11
45წთ
დაფა, ცარცი, რვეული, კალამი
გამრავლების სხვადასხვა ხერხით გამოყენება და წერითი ალგორითმის დაუფლება.
გამრავლების წესის მიხედვით მაგალითების ამოხსნა მარტივი ხერხების გამოყენებით.

5
ამოცანის ამოხსნა(გამრავლების გამოყენებით).
 )ამოცანის მოკლე ჩანაწერი.
  )რომელ ნაწილში გამოგვადგება გამრავლება?

15.11
22.11
45წთ
დაფა, ცარცი, რვეული, კალამი, ტესტები
ამოცანის ამოხსნისას საჭირო მონაცემების დაუფლება, ალგებრული გამოსახულების შედგენის ჩვევების დაუფლება.
სქემის წაკითხვა და ანალიზი.
პრეზენტაცია.

6
გამოვიყენოთ გაყოფა .
 ) ნულის თვისება გაყოფის დროს .
  ) ნულის ადეკვატური გამოყენება.
29.11
06.12
45წთ
დაფა, ცარცი, რვეული, კალამი, ტესტი,
გაყოფის სხვადასხვა ხერხით გამოყენება და წერითი ალგორითმის დაუფლება.
გამრავლების წესის მიხედვით მაგალითების ამოხსნა მარტივი ხერხების გამოყენებით.

7
გასაყოფი, გამყოფი განაყოფი.
  ) გაყოფის თვისებების გამოყენება .
  ) გაყოფის გამოყენება ამოცანის ამოხსნის დროს.

13.12
20.12

45 წთ
დაფა,ცარცი,რვეული,კალამი
გაყოფის სხვადასხვა ხერხით გამოყენება და წერითი ალგორითმის დაუფლება. ამოცანის ამოხსნისას საჭირო მონაცემების დაუფლება, ალგებრული გამოსახულების შედგენის ჩვევების დაუფლება.


8
შემაჯამებელი შეხვედრა
 ) შეასრულე ქვიზი.        

27.12

კითხვარი





Комментариев нет:

Отправить комментарий